შემინული აივანი

შემინული აივნის სისტემა არის პროდუქცია, რომელიც შეგიძლიათ დაკეცოთ და გამოიყენოთ სეზონური ცვლილებების შესაბამისად. შემინული აივნის დასაკეცი სისტემა გამოირჩევა ესთეტიკური და ფუნქციონალური მახასიათებლებით. გეძლევათ შესაძლებლობა, შეარჩიოთ ფერი ნაგებობისა და თქვენი გემოვნების შესაბამისად, ამასთანავე იგი პრაქტიკული და გამძლეა.
შემინული აივნის სისტემაში გამოყენებულია 8 და 10 მმ სისქის ნაწრთობი მინა, რაც მინიმუმამდე ამცირებს დარტყმის მიზეზით გატეხვის რისკს. შემინული აივნის სისტემა ფერის არჩევანითა და პროდუქციის ასორტიმენტით გაძლევთ ნებისმიერი სივრცის შემინვის შესაძლებლობას.

გაგრძელება

ავტომატური დარაბა

ავტომატური დარაბების სისტემის გამოყენებას უპირატესობა ენიჭება და რეკომენდებულია ელექტროპროდუქციისა და საიუველირო მაღაზიებში, ბანკებსა და სხვა დაწესებულებებში ბოროტმოქმედთაგან დაცვისა და უმაღლესი დონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. თანამედროვე დიზაინის მქონე ამ სისტემაში უსაფრთხოების დაცვასთან ერთად ესთეტიკური მხარეც პრიორიტეტულია.

ძრავით მომუშავე ავტომატური ჟალუზის სისტემა ჰარმონიულად ერწყმის თქვენს სახლს და ოფისს და ნებისმიერ გარემოში უზრუნვეყოფს უსაფრთხოებას, სითბოს დაზოგვას და მაქსიმალურ ჰერმეტულობას.

გაგრძელება

ხელოვნური ბალახის ღობე

ხელოვნური ბალახის ღობე ეს არის ღობის სახეობა, რომელსაც საკმაოდ ხშირად ირჩევენ დეკორატიული, გამძლე და მტკიცე სტრუქტურის გამო.

ხელოვნური ბალახისგან დამზადებული პროდუქცია სხვადასხვა ნაგებობების შიდა და გარე ნაწილებში ქმნის დეკორატიულ ტიხრებს და დიზაინს განსხვავებულ ელფერს ანიჭებს. სპეციალური პოლივინილქლორიდისგან (PVC) დამზადებული დეკორატიული ბალახი უჟანგავ მავთულზე ფიქსირდება.

თუ საჭიროა ხელოვნური ბალახის ღობის მახასიათებლების ჩამოთვლა, შესაძლებელია, განვმარტოთ შემდეგი სახით: დეკორატიული ღობის სისტემა, რომელიც ხელოვნური სტრუქტურის გამო არ ხუნდება, არ იწვის, არ ცვივა და არ ფუჭდება.

გაგრძელება

საქმიანობის სფეროები

კომპანია “Turko” მეოთხედი საუკუნეა მოღვაწეობს და მომსახურებას გიწევთ მრავალ სექტორში და სხვადასხვა ადგილზე.

  1. 1
    შემინული აივანი

    შემინული აივნის დასაკეცი სისტემის დანიშნულება აღემატება აივნით სარგებლობის ტრადიციულ მიზანს და ქმნის ნათელ და მიმზიდველ ოთახს, სადაც შესაძლებელია დროის გატარება წელიწადის ნებისმიერ დროს.

  2. 2
    ავტომატური დარაბა

    ავტომატური დარაბის სისტემა მრავალი ფერის არჩევანით ადვილად ესადაგება ნებისმიერ ადგილს. ამასთანავე მიკრონახვრეტების მქონე (გამჭვირვალე) მოდელის მეშვეობით შესაძლებელია, უზრუნველყოფილი იქნას ინტერიერის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოჩენა და განსხვავებული ესთეტიკური გარემოს შექმნა.

  3. 3
    ასაწყობი კონსტრუქციები

    კონტეინერები, უპირველეს ყოვლისა, სამშენებლო მოედნის მობილიზაციისას გამოიყენება. კონტეინერი პრიორიტეტულია სამშენებლო მოედანზე კვების ბლოკის, საცხოვრებელი ბლოკის, სოციალური შენობების, ტუალეტისა და საშხაპის, გასახდელის და სხვა ობიექტების მოსაწყობად. გარდა ამისა ქარხნულად წარმოებულ კონტეინერებს სტიქიური უბედურებების შემდგომ დროებით საცხოვრებელ ერთეულებად იყენებენ. ამ მიზნით ჩვენი ფირმის კვლევა-განვითარებისა და წარმოება-განვითარების ჯგუფების მუშაობის შედეგად წარმოებული დასაკეცი და ასაწყობი კონტეინერებით უმოკლეს ვადაში შეგვიძლია თავშესაფრების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, კონტეინერისგან ამზადებენ საცხოვრებელ სახლებს. ეს ნაგებობები, რომელსაც ზოგადად უპირატესობას ანიჭებს საბოლოო მომხმარებელი, უმეტესად გამოიყენება სეზონური ნაგებობებისთვის, მიწის ნაკვეთებზე, სადაც არ არის გაცემული განაშენიანების გეგმა, და მოკლევადიანი საჭიროების დასაკმაყოფილებლად. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი მიზნებისა, კომბინირებული კონტეინერის სისტემებს იყენებენ სასწავლო, სამედიცინო, სამხედრო ნაგებობებისა და ბანაკის ტიპის დასახლებების მოსაწყობად.

  4. 4
    ხელოვნური ბალახის ღობე

    დეკორატიული ღობის რულონები მზადდება სპეციალური ფორმულით წარმოებული, ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის ფაქტორის მქონე, არააალებადი პოლივინილქლორიდისგან (PVC) და ელექტროსტატიკური უჟანგავი გალვანიზებული მავთულების სპეციალურ აპარატში დაწნეხვისა და ქსოვის გზით.

    ამზადებენ სასურველი ზომების დეკორატიული ღობის რულონებს.

    სტანდარტული ზომები: 100 სმ x10 მ – 120 სმ x10 მ – 150 სმ x 10 მ – 170 სმ x 10 მ – 200 სმ x 10 მ.

  1. 5
    სარწყავი სისტემები

    შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ფერმერული წარმოებისთვის საჭირო სარწყავი სისტემების კომპონენტებისთვის. სოფლის მეურნეობაში დღითიდღე იზრდება ირიგაციის მნიშვნელობა. ამ მეთოდით მცენარეებს დროულად მიეწოდება საჭირო რაოდენობის წყალი, რომელსაც მცენარე ვერ იღებს ნალექებით. ირიგაციის ბევრი მეთოდი არსებობს. რომელიმე მათგანის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, სწორია თუ არა ნაკვეთი, ასევე მცენარის სახეობაზე, ნიადაგის ქიმიურ და ფიზიკურ მახასიათებლებზე, სარწყავი წყლის რაოდენობასა და ხარისხზე, ფერმერულ ტრადიციებზე, ფერმერის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რადგანაც ირიგაციის გარკვეულ მეთოდს ესაჭიროება დამატებითი ინვესტიცია, ასევე რეგიონის კლიმატურ პირობებზე, როგორიცაა ქარი, ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა, ნალექები. სწორზედაპირიან მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია ნებისმიერი სარწყავი სისტემის გამოყენება, მაგრამ უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ნაკვეთზე უფრო მისაღებია დაწვიმებით მორწყვა, ხოლო ქარიან რეგიონებში დაწვიმებით მორწყვის ნაცვლად უპირატესობა უნდა მიენიჭოს წვეთოვან სარწყავ სისტემას.

  2. 6
    სამშენებლო მასალები

    თანამედროვე ნაგებობებს შეუძლია დააკმაყოფილოს საჭიროება როგორც საცხოვრებელ ერთეულებზე , ასევე ესთეტიკურ, კომფორტულ და უსაფრთხო პროდუქციაზე, რის გამოც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო ქიმიურ პროდუქციას, რომელიც მშენებლობის ყველა ეტაპზე გამოიყენება. ჩვენ გვწამს, რომ შენობა, რომელიც ზრდის ცხოვრების სტანდარტებს, და, რომელიც ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობას გვაძლევს, უნდა დამზადდეს მხოლოდ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის გამოყენებით. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კვლევა-განვითარებას და წარმოგიდგენთ ინოვაციურ სამშენებლო ქიმიურ პროდუქციას, რომელიც უფრო კომფორტულს გახდის ცხოვრებას.

  3. 7
    წყლის რეზერვუარები

    წყლის უსაფრთხო სახით შენახვის მიზნით კომპანია “Turko” აწარმოებს 300 ლიტრიდან 10 ტონამდე ტევადობის წყლის რეზერვუარებს. გამოყენებულ ნედლეულსა (წრფივი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი (LLDPE) და ბოჭკოვანი მინით გამაგრებული (არმირებული) პოლიესტერი) და აღჭურვილობას აქვს ევროსტანდარტების სტრუქტურა და მახასიათებლები. ჩვენი პროდუქცია გამოიყენება სხვადასხვა სექტორში, მათ შორის საყოფაცხოვრებო (ბინები, საცხოვრებელი კორპუსები და საცხოვრებელი კომპლექსები), წარმოების (ტექსტილი, საკვები, კეიტერინგი, საწმენდი სისტემები) და მრეწველობის (მჟავას, ნატრიუმის ქლორიდის, საწვავის და სხვ. რეზერვუარები) სფეროებში.

  4. 8
    იმპორტ-ექსპორტის მომსახურება

    თუ გსურთ თქვენი პროდუქციისა და ბრენდის საერთაშორისო ბაზარზე გატანა და რეალიზაცია, არ იყოთ დამოკიდებული მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე და გააფართოოთ კლიენტთა არეალი, თქვენს ფირმას ახალი ხედვა შემატოთ, ჩვენ, როგორც კომპანია “Turko”, მზად ვართ, ეს სამუშაოები შევასრულოთ თქვენი სახელით.

როგორც კომპანია ``TURKO``

რატომ უნდა მოგვანიჭოთ პრიორიტეტი

1

სექტორის შესახებ სპეფიციკური ცოდნა

ჩვენ შეგვიძლია მომსახურების გაწევა, რადგანაც ვფლობთ ცოდნას იმ პრობლემებისა და ბაზრის სირთულეების შესახებ, რომელსაც ჩვენი კლიენტები აწყდებიან.

2

გლობალური და ლოკალური საკითხების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ გლობალური გამოცდილების მქონე საერთაშორისო გუნდს, რომელშიც გაერთიანებული არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადგილობრივი სექტორის სპეციალისტებიც.

Экономная стоимость
4

უმოკლეს ვადაში ღირებულების შექმნა

ჩვენს კლიენტებს ვპირდებით და უმოკლეს ვადაში უზრუნველვყოფთ ღირებულების შექმნას. ეს ღირებულება ჩვენთვის ნიშნავს “თვითღირებულების მინიმუმამდე შემცირებას, ფულადი ნაკადის მოძრაობას და მოგების შექმნას”.

5

ეკონომიური ფასი

თუნდაც პროდუქტის პორტფელი არ შეიცავდეს კლიენტისთვის სასურველ პროდუქციას, ჩვენი კომპანია, რომლისთვისაც მთავარ პრინციპს წარმოადგენს პროექტის მთლიანობა და საჭიროების დაკმაყოფილება, ამ პროდუქტს ყველაზე ხელსაყრელ ფასად მოგაწვდით.

ფირმების შესახებ, რომლებსაც საქართველოში

წარმოვადგენთ