გალვანიზებური ფოლადის დარაბები

რულონური კარი ვერტიკალურად იღება და ძალიან მცირე ადგილს იკავებს. ამ კონსტრუქციის მეშვეობით მაქსიმალურად გამოათავისუფლებთ ადგილს გარაჟში და გარაჟის წინ. Profilist-ის რულონურ კართან ჭერის ნაწილიც თავისუფლდება და შესაძლებელია მისი გამოყენება განათებისთვის ან დამატებით შესანახ ადგილად. თუ ზღუდარის ან გვერდის ფართობი მცირეა, ასეთ შემთხვევაში რულონურ კარს გარაჟის ღიობის წინ ამონტაჟებენ და გარეთა კარის სახით იყენებენ. გარდა ამისა რულონური სისტემა შესაძლებელია დამონტაჟდეს შენობებში კარის ან ფანჯრის წინ, დამონტაჟება კი ხდება როგორც ჩაშენებული სახით, ასევე გარედან. ჩვენი ფოლადის პროფილები სიმტკიცისა და გამძლეობის გამო 10 მ*10 მ ზომის ფართო სამონტაჟო ადგილებშიც კი უპრობლემოდ გამოიყენება. ენერგიის გამორთვის შემთხვევაში მანუალური გამოყენების საშუალება, სასურველი ფერისა და ძრავის არჩევანი მომხმარებლისთვის მაქსიმალურ სარგებელს უზრუნველყოფს.