მონობლოკისა და ალუმინის ჟალუზის სისტემები

ვაწარმოებთ ორი კატეგორიის – მანუალურ და ძრავიან მონობლოკის ჟალუზებს. ამ ორი კატეგორიის ქვესეგმენტებში წარმოდგენილი სისტემები იწარმოება ორი სახით – ალუმინისა და პოლივინილქლორიდის (PVC) ჟალუზები. ვაწარმოებთ ექსპლუატაციის ადგილის შესაბამის ჟალუზებს. მონობლოკის ჟალუზი ეს არის სისტემა, რომელიც ერთიანად მონტაჟდება ფანჯარაზე ან კარზე. ალუმინის ჟალუზები კი კარის ან ფანჯრის შიდა ან გარე ნაწილში მაგრდება.