“ABS თაბაშირი”

სს “ABS ალჩი ვე ბლოკ სანაი” დაფუძნდა 1979 წელს, პირველი ინვესტიცია ბილეჯიქის გუბერნიის ბოზუიუქის ოლქში განახორციელა და წარმოება დაიწყო 1982 წლიდან.
თაბაშირმა, რომელიც ადრე მხოლოდ შესაკეთებლად და დეკორატიული მიზნით გამოიყენებოდა, კომპანია ABS-ს მეშვეობით ახალი ფუნქცია შეიძინა და თურქეთის სამშენებლო სექტორი გაეცნო უახლეს პროდუქციას, როგორიცაა თაბაშირის ბლოკი, საბათქაშე თაბაშირი, დეკორატიული საფითხნი, შემავსებელი და დასაწებებელი თაბაშირი. წლების განმავლობაში პროდუქციამ ღირსეული ადგილი დაიკავა სამშენებლო სექტორის მოთხოვნად მასალებს შორის. კომპანია ABS-მ ამ სფეროში ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად დაიწყო ინვესტიციების განხორციელება და დააფუძნა შემდეგი საწარმოები:
• 1992 წელს ანკარის/ გოლბაშის თაბაშირის ფხვნილის საწარმო,

• 1996 წელს ანკარის/ გოლბაშის თაბაშირის ფილის საწარმო,

• 1998 წელს მერსინის/თარსუსის თაბაშირის ფხვნილის საწარმო,

• 2003 წელს ერზურუმის/ აშქალეს თაბაშირის ფხვნილის საწარმო,

• 2003 წელს ბილეჯიქის/ ბოზუიუქის ფილების საწარმო,

• 2008 წელს მერსინის/თარსუსის თაბაშირის ფილის საწარმო,

• 2008 წელს უკრაინის /ჩერნოვცის თაბაშირის ფხვნილის საწარმო “მამალიგა”

და მომსახურება განაგრძო სიმძლავრის გაზრდით.
კომპანია “Turko” წარმოადგენს საქართველოში “ABS თაბაშირის” დისტრიბუტორს.