შენობის გარედან დათბუნება

დათბუნების მასალები

დათბუნების მასალების უმთავრეს მახასიათებელს წარმოადგენს თბოგამტარობის დაბალი კოეფიციენტი. ქვემოთ მოკლედ ჩამოთვლილია დათბუნების მასალების სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები:
– წყლისა და ნესტის მიმართ მდგრადობა
– არაწვადობა და ცეცხლგაუმტარობა
– წნევის მიმართ მდგრადობა
– გაჭიმვის მიმართ მდგრადობა
– ორთქლის დიფუზიის მიმართ მდგრადობა
– სიმკვრივე (მოცულობითი წონა)
– სითბოს შენარჩუნების უნარი
– ბათქაშის მოჭიდების უნარი
– დამუშავების შესაძლებლობა
– ზომების სტაბილურობა
– სუნის არქონა
– გრძელი საექსპლუატაციო ვადა
– მავნებლებისა და პარაზიტებისგან დაცულობა
– ეკონომიურობა
სინამდვილეში არ არსებობს დათბუნების მასალა, რომელსაც ექნება ყველა ეს მახასიათებელი. თუ ყველა მახასიათებელი თანაბარია, იზოლაციის თვითღირებულების თვალსაზრისით მნიშვნელობა ენიჭება თბოგამტარობის კოეფიციენტს და გამოყენებული მასალის ეკონომიურობას.

გარე ფასადის დასათბუნებლად გამოყენებული მასალები

თბოიზოლაციის ფილები: გარე ფასადის დასათბუნებლად ძირითადად გამოიყენება პენოპოლისტიროლის ( EPS), ექსტრუდირებული პენოპოლისტიროლის (XPS) და მინერალური ბამბის საიზოლაციო ფილები.
პენოპოლისტიროლოს (EPS) ფილები: ეს არის ნავთობისგან მიღებული თეთრი ფერის თბოიზოლაციის ფილა დახურული ფორებით. ნახშირბადით გამყარებული ფილა ნაცრისფერია. ფორებში ჩარჩენილია უძრავი და მშრალი ჰაერი. ეს არის ყველაზე კარგი და ეკონომიური თბოიზოლაციის მასალა. 15/30 კგ/მ3 სიმკვრივის მქონე ფილა ძალიან მსუბუქია და ფასადზე არ წარმოქმნის დამატებით დატვირთვას. სისქე არ მცირდება და მუდმივად ინარჩუნებს საექსპლუატაციო მახასიათებლებს.
ექსტრუდირებული პენოპოლისტიროლის (XPS) ფილები : იწარმოება პენოპოლისტიროლისგან ექსტრუდირების მეთოდით. ეს არის თბოიზოლაციისთვის გამოყენებული ფილა წნევის მიმართ მაღალი მდგრადობით და დაბალი თბოგამტარობით. არ შეიცავს წყალს და მასზე არ მოქმედებს ნესტი.
მინერალური ბამბის ფილები : აწარმოებენ მინერალებისგან, როგორიცაა ბაზალტი, დოლომიტი, კირქვა. მიღებულია დამდნარი მინისგან სხვადასხვა მეთოდით ბოჭკოს წარმოების გზით. ბოჭკოს დიამეტრი 3-5 მიკრონია. მასალის 99% შედგება ჰაერისგან. ეს მასალა ადვილად სველდება და დასველების შემთხვევაში კარგავს ყველა საექსპლუატაციო მახასიათებელს. თუმცა ბოლო წლებში ჰიდროფობული სილიკონის დამატებით უზრუნველყოფილი იქნა მასალის მშრალად შენარჩუნება.
დასაწებებელი ხსნარები: ეს არის ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად პოლიმერით არმირებული, ცემენტის ბაზაზე დამზადებული, არაწვადი, ყინვის, წყლისა და ნესტის მიმართ მდგრადი მასალა, რომელიც არ შეიცავს აზბესტს და გამოიყენება შენობის გარე ფასადზე დათბუნების ფილების დასაწებებლად.
თბოიზოლაციის ბათქაში : გამოიყენება თბოიზოლაციის ფილების დასაფარად და არმირების ბადით მობათქაშებისას. ეს არის ცემენტის ბაზაზე დამზადებული, ჰიდროფობური, ყინვისა და წყლის მიმართ მდგრადი, დიდი საექსპლუატაციო ვადის მქონე მასალა. შესაძლებელია სამღებრო სამუშაოების უშუალოდ ამ მასალაზე შესრულება.
გარე ფასადის მოსაპირკეთებელი დეკორატიული ბათქაში: ეს არის წყლის, ყინვისა და არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების მიმართ მდგრადი, დიდი საექსპლუატაციო ვადის მქონე ცემენტის ბაზაზე დამზადებული თეთრი ფერის მასალა აკრილის პოლიმერის დანამატით, რომელიც გამოიყენება დათბუნების სამუშაოების დროს მოწყობილი თბოიზოლაციის ფილების თბოიზოლაციის ბათქაშით დაფარვის დროს და დეკორატიული მიზნით.
არმირების ბადე : ეს არის მინის ბოჭკოსგან დამზადებული მასალა, 145-160 გ/მ2 წონის, რომელიც გამოიყენება დათბუნების ფილებზე მოწყობილ ბათქაშზე გამჭიმი ძაბვის კომპენსირებისა და ბზარების თავიდან აცილების მიზნით. ისეთ ადგილებზე, სადაც საჭიროა დარტყმის მიმართ მაღალი მდგრადობა, საჭიროა 340 გ/მ2 წონის არმირების ბადის გამოყენება.
პლასტმასის დუბელი დათბუნების სისტემისთვის: გამოიყენება დათბუნების ფილების გარე ზედაპირზე დასამონტაჟებლად დასათბუნებელ ფასადზე ქარის ზემოქმედების შემცირების მიზნით. სტანდარტული მონტაჟისას კვადრატულ მეტრზე საჭიროა 6 ცალი დუბელის გამოყენება. დუბელის რაოდენობა შესაძლებელია შეიცვალოს შენობის სიმაღლისა და გარემო პირობების შესაბამისად.
კუთხის პროფილი : გამოიყენება შენობის კუთხეებისა და ფანჯრის კიდეების მექანიკური ზემოქმედებისგან დასაცავად და სწორი კუთხეების მოსაწყობად. იწარმოება პლასტმასის ან ალუმინისგან ბადით არმირებული ან არმირების გარეშე.
საყრდენი პროფილი : გამოიყენება დათბუნების ფილების დასაწყისში წვიმის, ქარისა და სხვა გარე ფაქტორებისგან სისტემის დაცვის მიზნით, ასევე ბათქაშის ფენისთვის შაბლონის სახით. აწარმოებენ ალუმინის ან გალვანიზებურ პროფილებს.
დათბუნების მასალებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანია Turko-ს.