საქმიანობის სფეროები

კომპანია “Turko” მეოთხედი საუკუნეა მოღვაწეობს და მომსახურებას გიწევთ მრავალ სექტორში და სხვადასხვა ადგილზე.

  1. 1
    სარწყავი სისტემები

    შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ფერმერული წარმოებისთვის საჭირო სარწყავი სისტემების კომპონენტებისთვის. სოფლის მეურნეობაში დღითიდღე იზრდება ირიგაციის მნიშვნელობა. ამ მეთოდით მცენარეებს დროულად მიეწოდება საჭირო რაოდენობის წყალი, რომელსაც მცენარე ვერ იღებს ნალექებით. ირიგაციის ბევრი მეთოდი არსებობს. რომელიმე მათგანის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, სწორია თუ არა ნაკვეთი, ასევე მცენარის სახეობაზე, ნიადაგის ქიმიურ და ფიზიკურ მახასიათებლებზე, სარწყავი წყლის რაოდენობასა და ხარისხზე, ფერმერულ ტრადიციებზე, ფერმერის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რადგანაც ირიგაციის გარკვეულ მეთოდს ესაჭიროება დამატებითი ინვესტიცია, ასევე რეგიონის კლიმატურ პირობებზე, როგორიცაა ქარი, ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა, ნალექები. სწორზედაპირიან მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია ნებისმიერი სარწყავი სისტემის გამოყენება, მაგრამ უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ნაკვეთზე უფრო მისაღებია დაწვიმებით მორწყვა, ხოლო ქარიან რეგიონებში დაწვიმებით მორწყვის ნაცვლად უპირატესობა უნდა მიენიჭოს წვეთოვან სარწყავ სისტემას.

  2. 2
    სამშენებლო მასალები

    თანამედროვე ნაგებობებს შეუძლია დააკმაყოფილოს საჭიროება როგორც საცხოვრებელ ერთეულებზე , ასევე ესთეტიკურ, კომფორტულ და უსაფრთხო პროდუქციაზე, რის გამოც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო ქიმიურ პროდუქციას, რომელიც მშენებლობის ყველა ეტაპზე გამოიყენება. ჩვენ გვწამს, რომ შენობა, რომელიც ზრდის ცხოვრების სტანდარტებს, და, რომელიც ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობას გვაძლევს, უნდა დამზადდეს მხოლოდ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის გამოყენებით. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კვლევა-განვითარებას და წარმოგიდგენთ ინოვაციურ სამშენებლო ქიმიურ პროდუქციას, რომელიც უფრო კომფორტულს გახდის ცხოვრებას.

  3. 3
    წყლის რეზერვუარები

    წყლის უსაფრთხო სახით შენახვის მიზნით კომპანია “Turko” აწარმოებს 300 ლიტრიდან 10 ტონამდე ტევადობის წყლის რეზერვუარებს. გამოყენებულ ნედლეულსა (წრფივი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი (LLDPE) და ბოჭკოვანი მინით გამაგრებული (არმირებული) პოლიესტერი) და აღჭურვილობას აქვს ევროსტანდარტების სტრუქტურა და მახასიათებლები. ჩვენი პროდუქცია გამოიყენება სხვადასხვა სექტორში, მათ შორის საყოფაცხოვრებო (ბინები, საცხოვრებელი კორპუსები და საცხოვრებელი კომპლექსები), წარმოების (ტექსტილი, საკვები, კეიტერინგი, საწმენდი სისტემები) და მრეწველობის (მჟავას, ნატრიუმის ქლორიდის, საწვავის და სხვ. რეზერვუარები) სფეროებში.

  4. 4
    იმპორტ-ექსპორტის მომსახურება

    თუ გსურთ თქვენი პროდუქციისა და ბრენდის საერთაშორისო ბაზარზე გატანა და რეალიზაცია, არ იყოთ დამოკიდებული მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე და გააფართოოთ კლიენტთა არეალი, თქვენს ფირმას ახალი ხედვა შემატოთ, ჩვენ, როგორც კომპანია “Turko”, მზად ვართ, ეს სამუშაოები შევასრულოთ თქვენი სახელით.

  1. 5
    ასაწყობი კონსტრუქციები

    კონტეინერები, უპირველეს ყოვლისა, სამშენებლო მოედნის მობილიზაციისას გამოიყენება. კონტეინერი პრიორიტეტულია სამშენებლო მოედანზე კვების ბლოკის, საცხოვრებელი ბლოკის, სოციალური შენობების, ტუალეტისა და საშხაპის, გასახდელის და სხვა ობიექტების მოსაწყობად. გარდა ამისა ქარხნულად წარმოებულ კონტეინერებს სტიქიური უბედურებების შემდგომ დროებით საცხოვრებელ ერთეულებად იყენებენ. ამ მიზნით ჩვენი ფირმის კვლევა-განვითარებისა და წარმოება-განვითარების ჯგუფების მუშაობის შედეგად წარმოებული დასაკეცი და ასაწყობი კონტეინერებით უმოკლეს ვადაში შეგვიძლია თავშესაფრების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, კონტეინერისგან ამზადებენ საცხოვრებელ სახლებს. ეს ნაგებობები, რომელსაც ზოგადად უპირატესობას ანიჭებს საბოლოო მომხმარებელი, უმეტესად გამოიყენება სეზონური ნაგებობებისთვის, მიწის ნაკვეთებზე, სადაც არ არის გაცემული განაშენიანების გეგმა, და მოკლევადიანი საჭიროების დასაკმაყოფილებლად. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი მიზნებისა, კომბინირებული კონტეინერის სისტემებს იყენებენ სასწავლო, სამედიცინო, სამხედრო ნაგებობებისა და ბანაკის ტიპის დასახლებების მოსაწყობად.

როგორც კომპანია ``TURKO``

რატომ უნდა მოგვანიჭოთ პრიორიტეტი

1

სექტორის შესახებ სპეფიციკური ცოდნა

ჩვენ შეგვიძლია მომსახურების გაწევა, რადგანაც ვფლობთ ცოდნას იმ პრობლემებისა და ბაზრის სირთულეების შესახებ, რომელსაც ჩვენი კლიენტები აწყდებიან.

2

გლობალური და ლოკალური საკითხების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ გლობალური გამოცდილების მქონე საერთაშორისო გუნდს, რომელშიც გაერთიანებული არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადგილობრივი სექტორის სპეციალისტებიც.

Экономная стоимость
4

უმოკლეს ვადაში ღირებულების შექმნა

ჩვენს კლიენტებს ვპირდებით და უმოკლეს ვადაში უზრუნველვყოფთ ღირებულების შექმნას. ეს ღირებულება ჩვენთვის ნიშნავს “თვითღირებულების მინიმუმამდე შემცირებას, ფულადი ნაკადის მოძრაობას და მოგების შექმნას”.

5

ეკონომიური ფასი

თუნდაც პროდუქტის პორტფელი არ შეიცავდეს კლიენტისთვის სასურველ პროდუქციას, ჩვენი კომპანია, რომლისთვისაც მთავარ პრინციპს წარმოადგენს პროექტის მთლიანობა და საჭიროების დაკმაყოფილება, ამ პროდუქტს ყველაზე ხელსაყრელ ფასად მოგაწვდით.

ფირმების შესახებ, რომლებსაც საქართველოში

წარმოვადგენთ