დაწვიმებით მორწყვის სისტემა ეწოდება სარწყავ სისტემას, რომელიც შედგება მილებზე მოთავსებული სპრინკლერებისა და თავაკებისგან, და, რომელიც წყალს ასხურებს მიწის ზედაპირზე განსაზღვრული წნევით და წვრილი წვეთების სახით (წვიმის მსგავსად).
დაწვიმებით მორწყვა წარმოადგენს თანამედროვე და ეფექტურ საირიგაციო სისტემას, რომელშიც სპრინკლერი წყალს ჰაერში აფრქვევს და მიიღება წვიმის მსგავსი ეფექტი. სხვა მეთოდებით კი წყალი უშუალოდ ნიადაგს მიეწოდება.
როგორც წესი, დაწვიმებით მორწყვის სისტემა ერთზე მეტი სპრინკლერისგან შედგება. ერთზე მეტი სპრინკლერის გამოყენებისას თითოეული მათგანი განთავსებულია წინასწარ განსაზღვრული დაშორებით, რაც უზრუნველყოფს სარწყავი წყლის თანაბრად განაწილებას.