1950-იან წლებში თურქეთში დაწყებულ განვითარებისა და აღორძინების პერიოდთან ერთად დაიწყო მსხვილმასშტაბიანი მშენებლობები. მშენებლობის პროცესში ცემენტზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით არაერთი კვლევის შედეგად, ასევე ჩუქუროვას განვითარებისა და მომხმარების პოტენციალის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ადანაში აეშენებინათ ცემენტის ქარხანა, რომელიც წლიურად 150.000 ტონა ცემენტს აწარმოებდა.
1953 წელს თურქეთის ემლაქ ბანკის, აქბანკისა და თურქეთის იშ ბანკის თაოსნობით დაიწყო სააქციო საზოგადოება ჩუქუროვას ცემენტის მრეწველობის დაფუძნების სამუშაოები, იგი ოფიციალურად დაფუძნდა 1954 წლის 7 ოქტომბერს, ცემენტის წარმოება და რეალიზაცია 1957 წელს დაიწყო. თავდაპირველად 2.775 ტონა ცემენტი ექსპორტით გატანილი იქნა კვირპოსზე. დღეს ადანის ცემენტის საწარმო ხმელთაშუა ზღვის რეგიონსა და კვიპროსზე მდებარე ობიექტებში წლიურად აწარმოებს 2 მილიონ ტონა ნაცრისფერ და 300.000 ტონა თეთრ კლინკერს, 5,15 მილიონ ტონა ნაცრისფერ და 350.000 ტონა თეთრ ცემენტს.
კომპანია “Turko” საქართველოში ადანის ცემენტის საწარმოს დისტრიბუტორია.