სარწყავი სისტემის დაკავშირების ელემენტები

მიმართეთ კომპანია “Turko”-ს ნებისმიერი ტიპის დაკავშირების აღჭურვილობისთვის, რომელიც შესაძლებელია დაგჭირდეთ სარწყავ სისტემაში.

დახვეული ტიპის მილის დაკავშირების ელემენტები დასაწყობებისა და მონტაჟის დროს მოარიდეთ მყარ და ბასრ საგნებს. თუ სისტემას მიწის ქვეშ გაიყვანთ, დაფარეთ ქვიშით მყარი და ბასრი საგნებისგან დაცვის მიზნით. კატეგორიულად დაუშვებელია დაზიანებული ადაპტორების გამოყენება.

ქუროთი შეერთებებისგან მაქსიმალური ეფექტურობის მისაღებად T-სებრი შეერთებები და მუხლები მილზე უნდა დამონტაჟდეს 90° კუთხით, სხვა ადაპტორები კი – 180° კუთხით. გადაბმის დეტალები, რომლებიც ქმნიან განსხვავებულ კუთხეებს, იწვევენ ადაპტორის დაძაბულობას, რაც ამცირებს სისტემის საექსპლუატაციო ვადას.

კბილანებიან შეერთებებში საჭიროა ტეფლონის ლენტის გამოყენება. ტეფლონის ლენტი ადაპტორს უნდა შემოახვიოთ მოჭერის მიმართულებით ისე, რომ აღკვეთოს გაჟონვა. ტეფლონის ლენტის ნაკლები რაოდენობით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ადაპტორიდან წყლის გაჟონვა, ამასთანავე დიდი ოდენობით გამოყენებისას ადაპტორზე ქმნის დამატებით დაძაბულობას, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ადაპტორის დაზიანება ჯერ კიდევ მონტაჟის ეტაპზე.

მონტაჟის დროს ქანჩის მეტისმეტად მოჭერა ადაპტორზე დამატებით დაძაბულობას იწვევს, რის გამოც პროდუქცია ვერ უზრუნველყოფს წნევის გარანტირებულ მაჩვენებელს. არ უნდა დაივიწყოთ, რომ პროდუქცია დამზადებულია პლასტიკისგან და აუცილებელია მხოლოდ ისეთი ძალით, მოჭერა, რაც უზრუნველყოფს ჰერმეტულობას.